Sunday, November 25, 2018

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა, დამოუკიდებელი სწავლებისა  დიფერენცირებული სწავლების როლის გაანალიზებაში და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. განვიხილე ჩემს მიერ მომზადებული პროექტის გეგმა, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები. მოვიძიე შეფასების ნიმუშები და მოვარგე ჩემს მიერ მომზადებულ პროექტის გეგმას.

Sunday, November 18, 2018

მეოთხე მოდულის რეფლექსია

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ოყო იმით, რომ გავეცანი მოდულს, თუ როგორ შევქმნა სასწავლო ნიმუშები,  როგორ დავგეგმო და შევქმნა მოსწავლის პრეზენტაცია, პუბლიკაცია, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით რომ,  გავეცანი მოსწავლეთა პროექტების შეფასებას: შეფასების დაგეგმვის ცხრილებს, სასწავლო პროექტების გეგმის ჩეკლისტს. განმავითარებელ თვითშეფასებას. და  თუ როგორ გამოვიყენო  შეფასების რუბრიკები.

Saturday, November 10, 2018

მეორე მოდულის რეფლექსია

დღევანდელ მოდულში გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და შეფასების გეგმის შექმნას. ასევე პრეზენტაციის გამოყენებას სასწავლო პროექტისათვის, პრეზენტაციის დაგეგმვა, ძირითადი ელემენტების მომზადება შესაბამისი  რესურსების გამოყენებით. 

Sunday, November 4, 2018

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. დავიწყე სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონის შევსება, შევარჩიეთ სამუშაო თემა, შევიმუშავე თემასთან შესაბამისი  მიზნები და ინდიკატორები. გავეცანი  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და მათ გამოყენებას პროექტის შექმნაში.

Saturday, November 3, 2018

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში თუ რამდენად სწორად დავგეგმავ და შევქმნი პროქტს.  თუ რამდენად ეფექტურად  გამოვიყენებ პროექტის მახასიათებლებს, კონკრეტულ საკვანძო სიტყვებს, როგორ დავაკავშირებ პროექტს რეალურ სამყაროსთან ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მოდულში ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა  იყო პროექტის შეფასებების მიზნები და ტიპები. მომავალში, თუ  როგორ დაეხმარება ჩემს მიერ შექმნილი პროექტები  მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში.