Sunday, December 9, 2018
მერვე მოდულის რეფლექსია
ტრენინგის ბოლო დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო გეგმა და დამხმარე მასალები, შევქმენი სასწავლო პროექტის პორტპოლიო. შექმნილი პრეზენტაცია გავუზიარე ჩემს კოლეგებს. საპრეზენტაციო ჩვენება საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის საშუალებას გვაძლევს და მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.
Saturday, December 8, 2018
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმით რომ, წარმატებულად განვახორციელო სასწავლო პროექტი. გაგამოვიყენე ტექნოლოგიების ყველა ეფექტი სწავლების პროცესის ხელშესაწყობად და მოვირგე ფასილიტატორის როლი.
Sunday, November 25, 2018
მეექვსე მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა, დამოუკიდებელი სწავლებისა დიფერენცირებული სწავლების როლის გაანალიზებაში და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. განვიხილე ჩემს მიერ მომზადებული პროექტის გეგმა, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები. მოვიძიე შეფასების ნიმუშები და მოვარგე ჩემს მიერ მომზადებულ პროექტის გეგმას.
Sunday, November 18, 2018
მეოთხე მოდულის რეფლექსია
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ოყო იმით, რომ გავეცანი მოდულს, თუ როგორ შევქმნა სასწავლო ნიმუშები, როგორ დავგეგმო და შევქმნა მოსწავლის პრეზენტაცია, პუბლიკაცია, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის.
მეხუთე მოდულის რეფლექსია
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით რომ, გავეცანი მოსწავლეთა პროექტების შეფასებას: შეფასების დაგეგმვის ცხრილებს, სასწავლო პროექტების გეგმის ჩეკლისტს. განმავითარებელ თვითშეფასებას. და თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები.
Saturday, November 10, 2018
მეორე მოდულის რეფლექსია
დღევანდელ მოდულში გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და შეფასების გეგმის შექმნას. ასევე პრეზენტაციის გამოყენებას სასწავლო პროექტისათვის, პრეზენტაციის დაგეგმვა, ძირითადი ელემენტების მომზადება შესაბამისი რესურსების გამოყენებით.
Sunday, November 4, 2018
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. დავიწყე სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონის შევსება, შევარჩიეთ სამუშაო თემა, შევიმუშავე თემასთან შესაბამისი მიზნები და ინდიკატორები. გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და მათ გამოყენებას პროექტის შექმნაში.
Saturday, November 3, 2018
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში თუ რამდენად სწორად დავგეგმავ და შევქმნი პროქტს. თუ რამდენად ეფექტურად გამოვიყენებ პროექტის მახასიათებლებს, კონკრეტულ საკვანძო სიტყვებს, როგორ დავაკავშირებ პროექტს რეალურ სამყაროსთან ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მოდულში ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა იყო პროექტის შეფასებების მიზნები და ტიპები. მომავალში, თუ როგორ დაეხმარება ჩემს მიერ შექმნილი პროექტები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში.
Saturday, October 27, 2018
პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგი იყო საინტერესო. გავეცანით პროექტის სწავლების აქტივობებს; პროექტის დაგეგმვას, მოსწავლეთა პროექტის შეფასებას, შაბლონებზე მუშაობას.
Subscribe to:
Posts (Atom)